რა იცვლება ე.წ. “ტარიფების ომით” მსოფლიო ეკონომიკაში და როგორ შეიძლება აისახოს პროცესები საქართველოზე – ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განმარტება

როგორ შეიძლება, იმოქმედოს აშშ-ს პრეზიდენტის,  დონალდ ტრამპის მიერ  აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე  გამოცხადებულმა  ტარიფებმა მსოფლიო ეკონომიკაზე, როგორ  შეიძლება,  აისახოს პროცესები საქართველოზე – ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ განმარტება  მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან ტარიფები დააწესა.

ზოგადად, ბუნებრივია ,  როცა  გლობალურ ეკონომიკაში დიდი ცვლილებები ხდება, ის ზოგ
ქვეყანაში უფრო სწრაფად, ზოგ ქვეყანაში შედარებით ნელა თავის ასახვას მაინც ჰპოვებს.  თუ ის გამოიწვევს ეკონომიკის გლობალურ შენელებას, ბუნებრივია,  სხვა ქვეყნებშიც ეს შენელება მოხდება.
როცა თავიდან ეს ტარიფები დააწესეს, მოგეხსენებათ, საკმაოდ მაღალი იყო. მაგალითად, ცალკეულ ქვეყნებზე 36% იყო, მე ამ შემთხვევაში ჩინეთს არ ვგულისხმობ,  სხვა ქვეყნებს ვგულისხმობ, მაგალითად 25%, 36% საკმაოდ მაღალი ტარიფია. ამას საფონდო ბაზრებზე ძალიან მყისიერი რეაქცია ჰქონდა, ინდექსები დაეცა, იყო გარკვეული შიში და მოლოდინი, რომ გლობალური ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შევიდოდა,  ანუ ეს  მიწოდების და მოთხოვნის ჯაჭვების თავისებურ შენელებას, ვაჭრობის შემცირებას გამოიწვევდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა, ფაქტობრივად, შეიცვალა, გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, ანუ
დაკორექტირდა. სახელმწიფო მდივანმა, რუბიომ ევროკავშირს მოუწოდა, რომ თუ ევროკავშირი
გაანულებდა ტარიფებს ამერიკის შეერთებული შტატების პროდუქციაზე,  ამერიკა ანალოგიურად მზად იყო, იგივე ნაბიჯი გადაედგა. ამ პოლიტიკას, ტრამპის ამ გადაწყვეტილებას
ბევრი ეკონომისტი აკრიტიკებს. არასწორი ინტერპრეტაციები კეთდება.  რეალურად, ამერიკას კოვიდპანდემიურ გლობალურ
შოკამდე  ნახევარ ტრილიონი
დოლარი  დეფიციტი ჰქონდა.   შარშანდელი წლის ბოლოს მისი
დეფიციტი უკვე ტრილიონზე მაღალი იყო.  თუ სხვა ქვეყნებს , მათ შორის, ევროკავშირს,  ჩინეთს, კანადას, ამერიკულ პროდუქციაზე სხვადასხვა ტარიფი  (10%, 15 % , 20%
25%)  ჰქონდათ დაწესებული,     ამერიკას ყველა ამ ქვეყნის პროდუქციაზე, ფაქტობრივად,   ნულოვანი ტარიფი ჰქონდა,    რაც,   საგადამხდელო ბალანსშიც,  სავაჭრო ბალანსშიც, ბუნებრივია, დიდ ასიმეტრიას იწვევდა.
ეს  სხვა ქვეყნების მხრიდან ამერიკის ეკონომიკისადმი არასწორ მიდგომად ჩაითვალა. ამიტომ, მიზანი იყო, რომ  ამ
პოლიტიკის დაკორექტირება  მომხდარიყო. ახლა  ჩვენ ვხედავთ, რომ  ეს გადაწყვეტილება 90 დღით შეჩერებულია. პირობითად 10% დატოვა, რაც დაბალი მაჩვენებელია.  რა ინფორმაციაც მოდის, ძალიან ბევრმა ქვეყანამ     გამოთქვა სურვილი,  ამ ტარიფების ირგვლივ  ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან   მოლაპარაკება დაიწყოს.   პირველადი მოლოდინი, რომ იქნებოდა დიდი შოკი, ეს ტარიფები რომ  დარჩენილიყო, ფაქტობრივად,  არ გამართლდა,  ახლა ჩვენ  მეორე ეტაპისკენ, დარეგულირებისკენ მივდივართ, დარწმუნებული ვარ,  რომ გარკვეული კონსენსუსი იქნება.  ამერიკაში, ტრამპის ადმინისტრაციაში სულელი არავინაა,  რომელიც ვერ გათვლიდა იმას,  თუ რა ნეგატიური ზეგავლენა, შეიძლებოდა, ჰქონოდა  ამ ტარიფების დაწესებას საერთაშორისო ვაჭრობაზე. ამიტომ,  გამოთქვათ იმედი, რომ ეს პროცესი
დარეგულირდება.

ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა აქვს, მიუხედავად ამისა, ტარიფები დატოვა და ის  საკმაოდ მაღალია.  ამერიკულ პროდუქციაზე  ჩინეთმაც  ანალოგიურად ძალიან მაღალი ტარიფები დააწესა. ჩვენ არ ვიცით, ჩინეთ – ამერიკას შორის ეს
ურთიერთობა როგორ დაარეგულირდება. მე არა
მგონია,  რომ ამ მოცემულობაში დარჩეს,  რადგან  ორივე ქვეყანა იზარალებს, ანუ მათ ეკონომიკას პირდაპირ შეეხება. ჩინეთი  ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია,  ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო
პარტნიორების  სამეული შედის.    ზოგადად, თუ ეს დარჩა, მოდით ნეგატიური სცენარი განვიხილოთ,  რაც არა მგონია, მოხდეს, ბუნებრივია, ეს გლობალურ
ეკონომიკაზე აისახება. უკვე რამდენიმე ძალიან ცნობილმა ეკონომისტმა გამოთქვა თვალსაზრისი,  რომ ეს გლობალურ ეკონომიკას რეცესიაში  შეიყვანს. სხვა ქვეყნებთან რომც  დარეგულირდეს ეს, პირობითად, “სატარიფო  ომი”, ჩინეთ – ამერიკის დაძაბულობა, გარკვეულწილად, მართლა იმოქმედებს, იმიტომ, რომ როგორც ამერიკაა უმსხვილესი ეკონომიკა, ისევე ჩინეთია.  ეს  ორი ყველაზე მსხვილი ეკონომიკაა, რომელიც
რეალურად  ძალიან პატარა სხვა
ეკონომიკებს, ანუ მათ სავაჭრო პარტნიორებს კვებავს.  ანუ, ამერიკაში, ჩინეთში  კრიზისი, ან ეკონომიკის შენელება ძალიან
ბევრ ქვეყანაზე გადავა. მაგრამ, ეს,
ბუნებრივია, მაინც შორეული
ვარაუდებია.  გვაინტერესებს საქართველოზე როგორ იმოქმედებს: კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ  საქართველოზე პირდაპირ არ იმოქმედებს, იმიტომ, რომ არც ჩვენი ექსპორტი, არც ჩვენი იმპორტი  არ არის პირველ სამეულშიც კი  იგივე
ამერიკის შეერთებული შტატებთან
და ჩინეთთან მიმართებაში.  ანუ, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები სხვა ქვეყნები არიან.  მაგრამ,  გარკვეულ პერიოდში ჩვენზეც
იმოქმედებს,  რადგან  სხვა
ქვეყნებსაც შეეხება,   როგორც აღვნიშნე, იგივე  ჩვენს ძირითად  სავაჭრო პარტნიორებს, მაგალითად, თურქეთს, გარკვეულწილად, ევროკავშირსაც.  ეს ნეგატიური ინერცია ნელ-ნელა აქაც გადმოვა, მაგრამ
ეს წელს მაინც არ მოხდება.   ეს შეიძლება იყოს მომავალ წლებში,  თუ  ეს დაძაბულობა  დარჩა.  ალბათ, აქაც გარკვეული კონსენსუსი გამოიძებნება.
ამერიკის პოზიცია გასაგებია,  მას სურს, რომ  თავისი ბაზარი დაიცვას  და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა მოახდინის. ეს ასიმეტრიული ტარიფები ამერიკულ პროდუქციაზე ნეგატიურად მოქმედებდა.   ამერიკის ექსპორტს  აძვირებდა და
სხვა ქვეყნების იმპორტს ამერიკის
შეერთებული შტატებში  აიაფებდა. ანუ ეს გაიაფებული იმპორტი, ფაქტობრივად, ამერიკული ბაზრიდან ადგილობრივ პროდუქციას აძევებდა.   ჩვენ ამ წელს შეიძლება,  წყნარად ვიყოთ  და შეიძლება, მომავალ წელსაც, მაგრამ,  არა მგონია, ეს გლობალური დაპირისპირება დარჩეს”- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები 90 დღით  75-ზე მეტი ქვეყნის მიმართ დაწესებული ტარიფების მოქმედებას აჩერებს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, შემდგომში ტარიფები 10%-მდე შემცირდება, თუმცა ეს არ ეხება ჩინეთს.

ტრამპმა ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა.

ჩინეთი ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფებს ასევე 125%-მდე ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები