მარტვილში ფესტივალი “თეატრალური მარტვილი” დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების  ცენტრის ორგანიზებით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლმა, 10-11 აპრილს,  საბავშვო თეატრალურ დასებს უმასპინძლა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასკოლო თეატრალურ ფესტივალში „თეატრალური მარტვილი“ შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეები მინი სპექტაკლებით მონაწილეობდნენ.

,,10 აპრილს, მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარდგენენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს,  თამაკონის, ლეცავეს და №1  საჯარო სკოლები.
11 აპრილს კულტურის სახლის სცენა დაეთმო მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის, ლედგებეს და № 2 საჯარო სკოლების თეატრალურ დასებს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ  გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.

სასკოლო თეატრალური ფესტივალის იდეის ავტორები არიან მურმან წოწორია – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია,  გიორგი წივწივაძე – კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი; გოჩა სხულუხია – კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის და თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ზურაბ ჯამბურია – კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის მმართველი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები