კოშკაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მერიის ინფორმაციით, კოშკაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება ჭაბურღილი, მოეწყობა სანიტარიული დაცვის ღობე და ორი საქლორატორო, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
,,სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 100 – ზე მეტი ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია დაგეგმილია 8 სოფელში – დიცში, ფლავისმანში, ერგნეთში, ფლავში, ქვემო არცევში, აძვში, კოშკასა და ქვეშში”,- წერია ინფორმაციაში.