აბაშაში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო,“- ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
მემორიალთან გაიმართა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია, გაიხსენეს ფაქტები საქართველოს უახლესი ისტორიიდან.

„9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში დიდი ტკივილის გარდა, სიამაყესთან ასოცირდება, სიმბოლოა გამარჯვებისა და ძლიერების, ქართველები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ოდითგან იბრძოდნენ და ეს ბრძოლა არასოდეს შეჩერებულა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილს შეწირულთა ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი სულების წინაშე, მადლობა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა გიგა გაბელაიამ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული ანსამბლ ,,ჰარირას“ მომღერალთა გუნდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები