ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ივერონში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ივერონში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
,,1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად ივერონში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.
შემდეგ კი, ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი გია ფირცხალაიშვილისა და გურამ გუჯაბიძის საფლავები ყვავილებით შეამკეს.
კულტურის ცენტრის წინ ამ დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი გაიმართა”,- წერია ინფორმაციაში.