თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი შეამკეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა
პავლე ზურაბიანმა მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და აღნიშნა, რომ 9
აპრილი არის ჩვენი
თავდადებისა და გმირობის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო და ქართველი ერი.

წიკლაურის თქმით, მათი თავდადება გმირობის მაგალითია.

,,პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირების სულებს, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ, მათი თავდადება არის გმირობის მაგალითი, ჩვენი ვალია გვახსოვდეს თითოეული მათგანის თავგანწირვა”- აცხადებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი,
გიორგი წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები