რუსეთის შსს-მ ქართველების კუთვნილი 10 არალეგალური სათამაშო კლუბი დახურა

   მოსკოვის სხვადასხვა რაიონში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 არალეგალური სათამაშო კლუბი აღმოაჩინა, კლუბების ყოველდღიური შემოსავალი 100 ათას რუსულ რუბლს აჭარბებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“ბიზნესის ორგანიზატორები საქართველოსა და უდმურტეთის მკვიდრები არიან, რომლებიც დისტანციურად აკონტროლებდნენ კლუბების საქმიანობას. ერთი დაწესებულებიდან უკანონო შემოსავალი დღიურად 120 ათას რუბლს შეადგენდა”, – აღნიშნულია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულია მოსკოვის ბირიულოვოს რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც უკანონო სათამაშო ბიზნესის მფარველობაშია ეჭვიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები