კახა მამულაშვილი “რეაქციას” გამოეხმაურა: ჰგონიათ, ვინმე დაიჯერებს, რომ ლელამ უღალატა ქვეყანას?!
ლელა წურწუმიას მეუღლის თქმით, ყველამ თავისი აზრები თავისთვის შეინახოს და საკუთარ თავზე ილაპარაკონ, ასე გამოეხმაურა კახა მამულაშვილი გადაცემა “რეაქციაში” გამოთქმულ მოსაზრებებს.
„ჰგონიათ, ვინმე დაიჯერებს, რომ ლელამ უღალატა ქვეყანას?! – ასე ეხმაურება მომღერალ ლელა წურწუმის მოსკოვურ გასტროლებს მისი მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში. როგორც მამულაშვილი ამბობს, ყველამ თავისთვის შეინახის საკუთარი მოსაზრება და საკუთარ თავზე ისაუბროს. „მე იმას ვერ ვხვდები, რაში სჭირდებოდათ, მაგალითად ლელას და ვიღაც გაბედავას ფოტოს ფრიალი? საერთოდ არ ვიცნობთ ამ კაცს. გაბედავამ დაწერა, ლელა 20 წელია, არ მინახავსო. ნაცნობი უწერია და ნაცნობებსა და მეგობრებს შორის განსხვავება არ არის? ნინა წკრიალაშვილმა თუ თქვა, რომ არასდროს გამოვიდოდა ხუბუტიას დაფინანსებულ კონცერტზე ძალიან კარგი. ვისაც როგორც უნდა ისე მოიქცეს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ნინა ნინაა და ლელა – ლელა. ლელას არავისთვის თავისი აზრები არ მოუხვევია, ყველამ თავისი აზრები თავისთვის შეინახოს და საკუთარ თავზე ილაპარაკონ“, – განაცხადა მამულაშვილმა „რეიტინგთან“ საუბრისას.