“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გეგმების დაანონსება უკვე ღიმილის მომგვრელია; საზოგადოებას უნიათობის, უნიჭობის მერამდენე სეზონი უნდა აჩვენონ” – კირცხალია

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გეგმების დაანონსება უკვე ღიმილის მომგვრელია. საზოგადოებას მერამდენე სეზონი უნდა აჩვენონ უნიათობის, უნიჭობის. ოპოზიცია სრულიად განულებულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„ხაბეიშვილმა თქვა, უფრო რადიკალურები უნდა გავხდეთო. ნებისმიერ გადაცდომაზე კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს. მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მათ პატრონებსაც დიდი დრო არ აქვთ, რადიკალურ ძალებს დრო დაუთმონ. სამწუხაროდ, ევროკავშირიდან დიპლომატიური კორპუსი ისევ ჩართულია პროცესებში. ოპოზიციურ ფლანგზე სრული დაბნეულობა და ფრუსტრაციაა. „ნაცმოძრაობის“ განულება კარგია, რადგან აგენტურული ქსელი უნდა გაუქმდეს, რომ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შეეძლოთ პოლიტიკურ ველზე ოპონირება“, – განაცხადა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები