“არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ „ნაცმოძრაობა“ სისტემური დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლება იყო” – მაჭარაშვილი
“არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ „ნაცმოძრაობა“ სისტემური დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლება იყო, პოლიტიკური დევნილობა სწორედ მაშინ იყო”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ვინმეს თუ შეიძლება, დევნილი ეწოდოს, ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც, სამწუხაროდ, ზოგი გარდაცვლილია და ზოგი დასახიჩრებული, როცა „ნაცმოძრაობის“ დროს ბიზნესმენები იყვნენ. ყველაფერი უკეთესად დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამოჩნდა. სხვათა შორის, არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ „ნაცმოძრაობა“ სისტემური დანაშაულის ჩამდენი ხელისუფლება იყო. პოლიტიკური დევნილობა სწორედ მაშინ იყო. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არცერთი პოლიტიკური პარტია არ იარსებებდა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაშიც ებრძოდა. ოპოზიციაშიც არ ისვენებენ, უცხოეთში დადიან და საკუთარ ქვეყანას ებრძვიან. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს წესი მიღებულია, მათ შორის, მათ მიერ ნაქებ მოლდოვაშიც“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.