“კანონპროექტები გულისხმობს იმ ცვლილებებს, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რათა ჩვენი ქვეყანა დავიცვათ გარე ჩარევებისგან; პირველ რიგში, ბუნებრივია, უნდა გამოვყოთ „ფარა“, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგია” – ბოჟაძე

“კანონპროექტები გულისხმობს იმ ცვლილებებს, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რათა ჩვენი ქვეყანა დავიცვათ გარე ჩარევებისგან”, – ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„ასევე, იცით თქვენ რომ სამოქალაქო სექტორთან მიმართებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო წესით აღარ იყოს მათი ჩართულობა გარანტირებული და სამოქალაქო სექტორს არ ჰქონდეს ე.წ. ვეტოს უფლება სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისას.

რაც შეეხება მედიის მიმართულებას, აქაც იცით თქვენ, რომ ორი კანონპროექტია წარდგენილი. ერთი ემსახურება თვითრეგულირების მექანიზმის პარალელურად რეგულირების მექანიზმის შემოტანას. ე.წ „ბიბისის“ სტანდარტის შემოღებას და მეორე ემსახურება, მათ შორის, საქართველოში მედიის დაცვას გარე ჩარევებისგან. თქვენ იცით, რომ მედიას აეკრძალება ნებისმიერი უცხოური დაფინანსების მიღება. ყველაფერი ამის ერთადერთი მთავარი მიზანია, რომ ჩვენ გავამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, დავიცვათ ქვეყანა გარე ჩარევებისგან ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ მესამე მოსმენით დამტკიცდება კანონპროექტები, მათ შორის, ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები