თამუნა მუსერიძე გათხოვდა (ფოტოკოლაჟი)
11 ოქტომბერს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე და მსახიობი გიორგი გაგლოევი დაქორწინდნენ. ქორწილი კლუბ „კაბანაში“ აღნიშნეს, მათი მეჯვარეები იყვნენ მოდელი გიორგი ნაზღაიძე და მსახიობი ნინო მუმლაძე. თამუნამ სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოები გაავრცელა და სტატუსი გამოაქვეყნა „არა,რაც კაია ,კაია :D:D კველაზე მაგრად გავერთეთ ::* ყველას ვერ მოგნიშნავთ,ძალიან ბევრნი ხართ. მადლობა გოგა ბერიძეს არაჩვეულებრივი სიუჟეტისთვის MariGold Georgia-ს სასწაული კაბისთვის თეა, სლავას თმის ვარცხნილობისთვის. cabana -ს მასპინძლობისთვის და თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის”, – წერს მუსერიძე ფეისბუქზე.