გასული ღამის განმავლობაში, თურქეთის პოლიციამ 43 პროვოკატორი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საერთო ჯამში, დაკავებულია 1 176 ადამიანი.
“გასული ღამის განმავლობაში, თურქეთის პოლიციამ 43 პროვოკატორი დააკავა. სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად სამუშაოები გრძელდება”,- განაცხადა შსს-ს მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.
როგორც მედია წერს, სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა მათი მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.
შეგახსენებთ, თურქეთში უკვე მეექვსე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. სტამბოლში, ანკარასა და თურქეთის სხვა ქალაქების ქუჩებში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა.