სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს პარტიამ, პრეზიდენტობის კანდიდატად მისი წარდგენის გადაწყვეტილება დაამტკიცა,- ამის შესახებ, თურქული მედია წერს.
პოლიტიკოსის დაპატიმრებისა და უფლებამოსილების მოხსნის მიუხედავად, იმამოღლუ კანდიდატად ოფიციალურად უკვე წარადგინეს.
“დაკავების ორდერი არ იქნება დაბრკოლება. რადგან ის არ არის ნასამართლევი. მას შეუძლია იყოს კანდიდატი ისევე, როგორც ის პარლამენტის კანდიდატია. პირველადი არჩევნების შედეგად, იმამოღლუ ოფიციალურად გახდა “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” (CHP) მიერ, გამოცხადებული კანდიდატი”,- აცხადებენ პარტიაში.
ცნობისთვის, 23 მარტს სტამბოლის სასამართლომ ექრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.