ნინო წილოსანი ოპოზიციაზე: მანდატების დათმობა, სიების ჩახსნა და ასე შემდეგ, ეს პროცესი უკვე გამოვლილი გვაქვს
,,მანდატების დათმობა, სიების ჩახსნა და ასე შემდეგ, ეს პროცესი უკვე გამოვლილი გვაქვს”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მანდატების დათმობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია 2020 წლის სცენარს იმეორებს.
„არაფერი საინტერესო იმაში არ არის, რომ 2020 წლის სცენარს იმეორებენ – მანდატების დათმობა, სიების ჩახსნა და ასე შემდეგ, ეს პროცესი უკვე გამოვლილი გვაქვს. სწორედაც რომ პოლიტიკური სტაბილურობიდან გამომდინარე, კანონში გაწერილი არის, რომ მანდატების დათმობის საკითხს წყვეტს 76 დეპუტატი, შესაბამისად „ქართული ოცნება“. ამიტომ მათ ეს ფეხის ბაკუნი შეუძლიათ, რომ მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს მოაჩვენონ რაიმე სერიოზულ ნაბიჯებად“, – განაცხადა წილოსანმა.