ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას არ გაუხარდა მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი მიხეილი აბსოლუტურად სხვა ღირებულებებით ცხოვრობს, ვიდრე მთლიანად რადიკალური ოპოზიცია

,,ოპოზიციას არ გაუხარდა ბატონი მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი მიხეილი აბსოლუტურად სხვა ღირებულებებით ცხოვრობს, ვიდრე მთლიანად რადიკალური ოპოზიცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი შემდგარი პოლიტიკოსია.

„ბატონი მიხეილ ყაველაშვილი არის უკვე შემდგარი პოლიტიკოსი, ძალიან დიდი გამოცდილებით. იგი არის სამაგალითო პატრიოტი ჩვენი ქვეყნის. მისთვის არის უმთავრესი ღირებულებები ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ტრადიციები, ისტორია, კულტურა, იდენტობა, ოჯახის ინსტიტუტი. ეს ყველაფერი, რაც მასში ქართული დევს და ეს ქართული გენი, ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ვინაიდან ისინი საქართველოში დაიბადნენ, მაგრამ საქართველო მათთვის სამშობლოს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები