მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ამ ხალხს არაფერი ესაქმება არა თუ პარლამენტში, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკაში

„ჩვენ როგორც ვამბობდით, ასეც მოხდა – 61 განცხადების ნაცვლად ვნახეთ სულ რამდენიმე განაცხადი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ბარიერგადალახული ოპოზიციონერების მიერ მანდატების ჩახსნაზე საუბრისას განაცხადა.

“თუ მათ კალამი არ აქვთ, შეგვიძლია, ვათხოვოთ ან თუ ფურცლის ნაკლებობას განიცდიან, ან მეილი თუ არ იციან, როგორ გამოგზავნონ. არ არის 61 განაცხადი. არის რამდენიმე განაცხადი, რომელსაც ჩემი პირადი მოსაზრებით, რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილებთ იმიტომ, რომ ამ ხალხს არაფერი ესაქმება არა თუ პარლამენტში, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები