მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ჩვენ მათ რიგში ჩამდგარებს ვიხილავთ აქ, პარლამენტის სასახლესთან

“ისინი კვლავ ატყუებენ თავის ამომრჩეველს და სრულიად საზოგადოებას, თითქოს, უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. დიდი ალბათობით, ჩვენ მათ რიგში ჩამდგარებს ვიხილავთ აქ, პარლამენტის სასახლესთან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

“რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, ვინც დაწერეს ეს განცხადება – მათი მხრიდანაც საზოგადოებისთვის კარგად აღსაქმელია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს, რადგანაც როდესაც განცხადებას წერ პარლამენტს და მას გარკვეული ლეგალური ნაბიჯის გადადგმას სთხოვ, ამით შენ მის ლეგიტიმაციას აღიარებ”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები