დავით მათიკაშვილი: სამთავრობო პროგრამა მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების და წარმატების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას

“ქართული ოცნების” წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამა ქვეყნის განვითარების და წარმატების ყველა მიმართულებას მოიცავს.

მისი შეფასებით, “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას საინტერესო პროგრამა წარუდგინა.

„გამორჩეულად საინტერესო პროგრამა წარუდგინა საზოგადოებას ამ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“. სამთავრობო პროგრამა მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების და წარმატების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების, ევროპული ინტეგრაციისა და გამთლიანებისთვის იქნება გადადგმული ყველა მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯი მთავრობის მიერ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები