“აბსოლუტურად არავის, ეჭვქვეშ არ დაუყენებია ამ არჩევნების ლეგიტიმურობა, კუბილიუსზე და კოლექტიურ კუბილიუსებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ” – ლევან მაჭავარიანი

„აბსოლუტურად არავის, ეჭვქვეშ არ დაუყენებია ამ არჩევნების ლეგიტიმურობა. კუბილიუსზე და კოლექტიურ კუბილიუსებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

მისი თქმით, ფაქტობრივად, 2012 წლის არჩევნების შედეგები განმეორდა.

“მილიონ ას ოცი ათასი ხმა მივიღეთ ჩვენ. ფაქტობრივად გამეორდა 2012 წლის არჩევნების შედეგები. ეს იმხელა მხარდაჭერა არის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, იმდენად დამაჯერებელი იქნება გამარჯვებათქო, რომ სულ რომ ვიღაც დაინტერესებული მხარე იყოს სუბიექტურ დასკვნას ვერ დადებს, იქიდან გამომდინარე რომ ყველა თავის რეპუტაციაზე ზრუნავს. იმდენად დამაჯერებლად გავიმარჯვეთ რომ ყველას მოუწია იმის აღიარება რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და მშვიდ გარემოში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები