“დარწმუნებულები ვართ, რომ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები იმყოფებიან ბულინგის ქვეშ” – კირცხალია

“დარწმუნებულები ვართ, რომ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები იმყოფებიან ბულინგის ქვეშ იმიტომ, რომ გვიან ღამე დადეს განცხადება, სადაც ვერ უარყვეს არჩევნების ლეგიტიმურობა, მაგრამ დავალება ჰქონდათ ალბათ, რომ მაქსიმალურად ბუნდოვანი ყოფილიყო აღნიშნული განცხადება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.

„პირდაპირ მოვუწოდებ მათ მთავარ დონორებს, რომ თუ არ არის ეს ბულინგი დღე-ნახევრის შემდეგ, რაც არჩევნები დამთავრდა, კეთილი ინებონ და გამოაქვეყნონ პარალელური დათვლის შედეგები“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები