ჩიხელიძე – ოპოზიციას: დაანებეთ თავი ადამიანთა ჯგუფების სტიგმატიზებას, მიიღეთ ის განაჩენი, რაც ქართველმა ხალხმა გამოგიტანათ

“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა ოპოზიციის საქმე”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის მოუწოდებს ოპოზიციას, თავი დაანებოს ადამიანთა ჯგუფების სტიგმატიზებას.

“გაყალბების ყველა შესაძლო მეთოდი რომ ამოწურეს, ახალი ამბავი შეთხზეს, მიზანმიმართულად დაარტყეს ქვემო ქართლს და იქ მცხოვრები ადამიანების იმიჯის დაზიანებას ცდილობენ, თითქოს ქვემო ქართლში ბიულეტენების ჩაყრა და არაალოგიკურაფლფ დიდი აქტივობა დაფიქსირდა. გეყოთ ამდენი ტყუილი, ქართველი ხალხი ბრმა და ყრუ არ არის, რეალურად საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლში დაფიქსირდა, ქვემო ქართლში საშუალო აქტივობა 46 % იყო მაშინ როცა ზოგადად საქართველოში თითქმის 60%.

დაანებეთ თავი ადამიანთა ჯგუფების სტიგმატიზებას, მიიღეთ ის განაჩენი, რაც ქართველმა ხალხმა გამოგიტანათ, აღიარეთ მარცხი და სახე შეინარჩუნეთ”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები