რიჩარდ ჩარნეცკი: ევროპარლამენტის სახელით, არჩევნებზე დამკვირვებლად, 30-ზე მეტ ქვეყანაში ვიყავი, თუკი საქართველოს არჩევნებს სხვა ქვეყნის არჩევნებს შევადარებთ, ეს არჩევნები უკეთ წარიმართა

ევროპარლამენტის სახელით, არჩევნებზე დამკვირვებლად, 30-ზე მეტ ქვეყანაში ვიყავი. თუკი საქართველოს არჩევნებს სხვა ქვეყნების არჩევნებს შევადარებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები სხვა ქვეყნების არჩევნებზე უკეთ წარიმართა, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, რიჩარდ ჩარნეცკმა.

„საქართველოში არჩევნებს 4 წლის წინაც ვაკვირდებოდი და ახლაც და შემიძლია შევადარო. ვფიქრობ, წლევანდელი არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯია. 4 წლის წინ ემოციები ჭარბობდა, წელს კი გაცილებით მშვიდი გარემოა. ჩემი აზრით, ელექტრონული სისტემა ძალიან კარგია. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ასეთი ინსტრუმენტი არ გვაქვს, ვფიქრობ ამ სისტემამ კენჭისყრის პროცესი ქართველი ამომრჩევლისთვის უფრო გამჭვირვალე გახადა. არჩევნების შედეგზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა, ჩემი აზრით, ეს შესაძლოა საქართველოსთვის იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენცია მაღალი იყო ამ არჩევნებზე.

პირადად მე, ფაქტობრივად, ინციდენტები არ მინახავს, გავიგე რამდენიმე ინციდენტის შესახებ, თუმცა მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია 4 წლის წინანდელ ინციდენტზე. მე ევროპარლამენტის სახელით 30-ზე მეტ ქვეყანაში ვიყავი არჩევნებზე დამკვირვებლად. თუკი საქართველოს არჩევნებს სხვა ქვეყნების არჩევნებს შევადარებთ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები სხვა ქვეყნების არჩევნებზე უკეთ წარიმართა.

რაც შეეხება სპეკულაციებს, საქართველოს შიდა საქმეში ვერ ჩავერევით. დასავლური სამყარო ვერ აიძულებს და დაანახებს საქართველოს, თუ რა ჯობია ქვეყნისთვის, რადგან ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ელექტრონული სისტემის გამოყენება ძალიან კარგი იყო, რადგან ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ მთავრობასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფრო ნათელი და გამჭვირვალე არჩევნები სურთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ ეს სისტემა შედეგებს უფრო სწრაფად იძლევა. ჩემი აზრით, სიტუაცია უნდა იყოს გაცილებით მშვიდი, რადგან ეს ინსტრუმენტი იყო ძალიან ხელსაყრელი როგორც სწრაფი შედეგებისთვის, ასევე მშვიდი გარემოსთვის, რადგან ყველამ დაინახა, რომ ეს კენჭისყრა იყო გაცილებით უფრო ნათელი და გამჭვირვალე. გარდა ამისა, წინა არჩევნებთან შედარებით, უკიდურესად რთული იქნებოდა გარე ჩარევა კენჭისყრის პროცესზე“, – განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები