პაატა ზაქარეიშვილი: მინდა 2 კვირა, დღე და ღამე, 100 000 კაცი მთელ ქუჩებში იყოს, უნდა მოხდეს საქართველოს პარალიზება, თუ ეს არ მოხდება, მაშინ შემდეგ არჩევნებს დაველოდოთ

“მინდა, რომ ორი თვე, ორი თვე არც არის საჭირო, ორი კვირა, დღე და ღამე 100 ათასი კაცი მთელ ქუჩებში იყოს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარალიზება უნდა მოხდეს.

“გამოიყვანოს ოპოზიციამ ქუჩაში, მე მინდა ეს. მინდა, რომ ორი თვე, ორი თვე არც არის საჭირო, ორი კვირა, დღე და ღამე 100 ათასი კაცი მთელ ქუჩებში იყოს. უნდა მოხდეს საქართველოს პარალიზება. მოხდება? გაჩერდება რკინიგზები? გაჩერდება პორტები? აი გავიმარჯვებთ. თუ ეს არ მოხდება უკაცრავად, მაშინ, შემდეგ არჩევნებს დაველოდოთ”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები