ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ

ლიეტუვაში 27 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ.

პარტია 141-ადგილიან პარლამენტში, სავარაუდოდ, 52 ადგილს დაიკავებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატები უმრავლესობის კაბინეტის შექმნაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ ორ პატარა მემარცხენე პარტიასთან – “დემოკრატიულ კავშირთან” და “გლეხთა და მწვანეთა კავშირთან”, რომლებმაც მოიპოვეს 14 და 8 მანდატი. შეთანხმების შემდეგ კოალიცია 74 მანდატს გააკონტროლებს.

ლანდსბერგისის, კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიანეს პარტია „სამშობლოს კავშირი“ კი არჩევნებში 28 მანდატით მეორე ადგილზეა.

“სოციალ-დემოკრატებმა“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყურადღება შიდა და სოციალურ პოლიტიკაზე გაამახვილეს.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ხელმძღვანელობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა და განაცხადა, რომ ის ტოვებს პოლიტიკას.

კვირას, არჩევნებში აქტივობამ 41.31 პროცენტი შეადგინა, რაც მეორე ტურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები