მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: სპეციალურად ქმნიდნენ პროვოკაციებს, ფაქტობრივად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჩვენს ამომრჩევლებს

“სპეციალურად ქმნიდნენ პროვოკაციებს, ფაქტობრივად, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჩვენს ამომრჩევლებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ „სპეცოპერაციას“ ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობდა.

„ამ „სპეცოპერაციას“ პირდაპირ ხელმძღვანელობდა ბატონი ხაბეიშვილი, მას გადაჰყავდა ისინი მანქანებით.
რატომღაც აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ასეთ ცხელ წერტილში მაინცდამაინც გაჩნდებოდა ხოლმე ოპოზიციური მედიის ჟურნალისტი, რომ მეტი ქაოსი შემოეტანა საარჩევნო დღეს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები