“ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო“ – ნიკა გვარამია

“არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს. ეს ვერ იქნება „ქართული ოცნება, აგერ ნახავთ“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოდირის დასკვნა
არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დაეთანხმოს.

“მანდატებზე უარის თაობაზე ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება. როგორც კი სიების ჩახსნა იქნება შესაძლებელი, რადგან ეს შედეგების აღიარების შემდეგაა შესაძლებელი, ამ სიებსაც ჩავხსნით. ამაზე არსებობს ყველას თანხმობა.

ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები