ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების შედეგების აღიარება, ან არ აღიარება, ის ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა და თუ არ მოიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს

„პრეზიდენტის ფუნქცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის არჩევნების შედეგების აღიარება, ან არ აღიარება. ეს ფუნქცია მას კონსტიტუციურად განსაზღვრული არ აქვს“, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ „საქმის კურსის“ ეთერში.

მისი თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტის სხდომა მოიწვიოს.

„პრეზიდენტი ვალდებულია, მოიწვიოს პარლამენტის სხდომა და თუ არ მოიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ასეთი პირდაპირი ჩანაწერი კონსტიტუციაში არ არის, თუმცა მმართველი პარტია ამბობს იმას, რომ ისინი გამოიყენებენ სხვა ჩანაწერის ანალოგიას“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები