“ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას” – იაგო ხვიჩია

“ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დაგეგმილი აქცია არის იმისთვის, რომ ხალხი დაიღალოს.

“ახლა ხალხს დაღლიან და წაგებას შეაგუებენ. მჯერა, რომ ნებისმიერი რევოლუცია განწირულია, სადაც ბარიკადებზე ნიკა გვარამია დგას. შემთხვევითი ამბავი არ არის, რომ ის ბარიკადებისკენ იქაჩება. თუ უნდათ, რევოლუცია არ შედგეს, ბარიკადებზე ის ხალხი უნდა იდგეს, ვინც დგას. მათი რეპუტაციით რევოლუციის მოწყობა შეუძლებელია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები