“ელექტრონული სისტემა ძალიან კარგია, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ასეთი ინსტრუმენტი არ გვაქვს” – ევროპარლამენტარი

“ელექტრონული სისტემა ძალიან კარგია, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ასეთი ინსტრუმენტი არ გვაქვს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რიჩარდ ჩარნეცკიმ “ქრონიკასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, წლევანდელი არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯია.

“საქართველოში არჩევნებს 4 წლის წინაც ვაკვირდებოდი და ახლაც და შემიძლია შევადარო. ვფიქრობ, წლევანდელი არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯია. 4 წლის წინ ემოციები ჭარბობდა, წელს კი გაცილებით მშვიდი გარემოა. ჩემი აზრით, ელექტრონული სისტემა ძალიან კარგია. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ასეთი ინსტრუმენტი არ გვაქვს, ვფიქრობ ამ სისტემამ კენჭისყრის პროცესი ქართველი ამომრჩევლისთვის უფრო გამჭვირვალე გახადა. არჩევნების შედეგზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა, ჩემი აზრით, ეს შესაძლოა საქართველოსთვის იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენცია მაღალი იყო ამ არჩევნებზე.

პირადად მე, ფაქტობრივად, ინციდენტები არ მინახავს, გავიგე რამდენიმე ინციდენტის შესახებ, თუმცა მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია 4 წლის წინანდელ ინციდენტზე. მე ევროპარლამენტის სახელით 30-ზე მეტ ქვეყანაში ვიყავი არჩევნებზე დამკვირვებლად. თუკი საქართველოს არჩევნებს სხვა ქვეყნების არჩევნებს შევადარებთ, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევნები სხვა ქვეყნების არჩევნებზე უკეთ წარიმართა”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები