”არჩევნებს როცა აგებ, ამას უნდა შეეგუო, ეს არის ევროპულობა” – ქადაგიშვილი

”არჩევნებს როცა აგებ, რაც უნდა გიჭირდეს, ამას უნდა შეეგუო, ეს არის ევროპულობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უცხოეთიდან დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული ოპოზიციის წარმატებისთვის.

„ოპოზიცია დამარცხდა. უცხოეთიდანაც დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული, რომ ოპოზიციისთვის რაღაცნაირად წარმატების საშუალება მიეცათ, მაგრამ დამარცხდნენ და ამ მარცხის მშვიდად გადაყლაპვა უჭირთ. ბუნებრივია, მიტინგი დასჭირდებათ ისევე, როგორც ცოტა ხანი აქციების გამართვა, რათა თავი იმართლონ, რომ ბრძოლას აგრძელებენ. ქართულ პოლიტიკაში ასეთი ისტორია პირველი არ არის, სერიალივით არის, რომელსაც ცოტა ხანი ვუყურებთ. არჩევანი გაკეთებულია, ქვეყანა მუშაობს, რომელსაც უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს მიტინგები ვერაფერს შეცვლის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები