ქადაგიშვილი – პრეზიდენტზე: რომელიმე კანონმა ან კონსტიტუციამ მიანიჭა უფლება, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე იმსჯელოს?

“მას [პრეზიდენტს] რომელიმე კანონმა ან კონსტიტუციამ უფლება მიანიჭა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობაზე იმსჯელოს? – ეს მისი ფუნქცია არ არის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატი პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს.

“რევოლუცია რომ არ ხდება, კარგად ვიცით, ახლა ქვეყანაში გადატრიალების გეგმაა. ერთხელ, ერთმა ადამიანმა მოსწრებულად თქვა – ყველა თავის სახლში გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს. ამ ქვეყანაში ვერაფერს გადაატრიალებენ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები