“დაახლოებით 40-45-დღიანი ბრძოლა მოგვიწევს, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ” – გიორგი ვაშაძე

“დაახლოებით 40-45-დღიანი ბრძოლა მოგვიწევს, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში სრული კონსენსუსია, რომ  არჩევნების შედეგებს არავინ აღიარებს.

“მივესალმებით პრეზიდენტის ამ სიტყვას. ხვალ, 19:00 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე. ვფიქრობ, დაახლოებით 40-45-დღიანი ბრძოლა მოგვიწევს, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში და არა მათ, ვინც ამ ყალბი შედეგებით ამბობს, რომ გაიმარჯვეს. ამ გამარჯვების გატანებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. გამორიცხულია ამ მანდატების რეალიზება. ჩვენ ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება. სია, მანდატები, არ არსებობს ჩვენთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ხვალ, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები