“ოპოზიციის ამომრჩეველს ვეკითხები, რამდენჯერ უნდა მოგატყუონ თქვენმა რჩეულებმა?” – ნიკოლეიშვილი

“ოპოზიციის ამომრჩეველს ვეკითხები, რამდენჯერ უნდა მოგატყუონ თქვენმა რჩეულებმა?”, – წერს ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ ივარგა და ისევ წააგო.

“რამდენი ირბინეთ, იწვალეთ, მაგრამ ოპოზიციამ ვერ ივარგა და ისევ წააგო!

რამდენჯერ თქვეს რომ გაყალბების ფაქტები აქვთ, მაგრამ ვერ დაამტკიცეს!

ახლა ისევ რუსთაველზე დგომისკენ მოგიწოდებენ, რამდენი დღით, რამდენი ხნით, ტაში რომ გაკრევინონ, იბაქიბუქონ, ხან პარლამენტის ალყისკენ მოგიწოდებენ, ხან ჯდომისკენ, ხან მარშით გატარებენ, ხან იქით, ხან აქეთ, ხან ისე და ხან ასე და ბოლოს შეკრებილებს ისევ დაგშლიან, შედეგი?

თუ სამართალდამცავებთან მოხდება რაიმე დაძაბულობა, გაიხსენეთ სად ქრებიან ეს ლიდერები, თან ისე რომ ერთ მათგანს ტანსაცმელიც არ ესვრება!

ეს ყველაფერი კი ხდება ერთი მიზეზით, რომ რაღაცას ტიპობენ, პოლიტიკოსობას თამაშობენ, თქვენ კი უბრალოდ ისევ გიყენებენ!

ყველაფერს თავი დავანებოთ, უბრალოდ გაიხსენეთ რამდენჯერ თქვეს, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ და რამდენჯერ შევიდნენ!

ახლა მაინც გამოფხიზლდით, ვის უჯერებთ, ვის მიყვებით, თქვენ გადამგდებებს?!

ოპოზიციის ერთი დანქადნები გამახსენეთ, რომელიც შეასრულეს, ერთი მაინც…

ნება თქვენია, გაჰყევით, გაიყინეთ რუსთაველზე, კანონს ნუ დაარღვევთ და იდექით ცოტა ხანი, მაგრამ თუ არეულობისკენ წაგიცდებათ ხელი ოპოზიციის წაქეზებით იცით, რაც გელით, თან ლიდერებს დააკვირდით,  როგორ კუდამოძუებულები გაქრებიან”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები