პერუს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, 20 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო ბრაზილიური სამშენებლო კომპანია Odebrecht-ისგან ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლეს და 20 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

პროკურორების თქმით, პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა ბრაზილიური გიგანტისგან 35 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღო, ხოლო სანაცვლოდ კომპანიას ნება დართო აეშენებინა გზა, რომელიც ქვეყნის სამხრეთ სანაპიროს დასავლეთ ბრაზილიაში მდებარე ამაზონის რეგიონს დააკავშირებს.

თავის მხრივ, ერთწლიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში, ტოლედო ფულის გათეთრებისა და შეთქმულების ბრალდებას უარყოფდა.

აღსანიშნავია, რომ 78 წლის ალეხანდრო ტოლედო, რომელიც პროფესიით ეკონომისტია, პერუს 2001-2006 წლებში მართავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები