პრეზიდენტი: მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი – ტექნიკურ მთავრობაზე არჩევნების შემდეგ ვიმსჯელებთ

ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ მე არსად მივდივარ, აქ ვარ. არჩევნების მერე აქ ვიქნები და ძალიან გავუფრთხილდები ამ ქვეყნის სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ტექნიკურ მთავრობაზე მსჯელობა არჩევნების შემდეგ მოხდება.

„მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი. „ქართულ ქარტიაში“ წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. პრემიერობის ერთი კანდიდატი მყავს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვეძებე და შევჯერდი. მე ანგარიშს ვუწევ 4 პარტიას, რადგან არ უნდა იყოს არანაირი დისონანსი, მათგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ.

მართალია, მათი ქარტიის ინტერპრეტაცია, რადგან ქარტიაში არ წერია ის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა იყოს წარდგენილი თუ მანამდე. რადგან უმრავლესობის ხედვა იყო, ჯობია არჩევნების შემდეგ იყოს. ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული – ეს ბევრად ადვილია პარტიებისთვის შეჯერდნენ, რადგან მათი ხედვები არის სხვადასხვა.

ტექნიკური მთავრობა, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული, ამაზეც არჩევნების შემდეგ, დავიწყებთ მსჯელობას.

ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, რომ მე არსად მივდივარ, აქ ვარ. არჩევნების მერე აქ ვიქნები და ძალიან გავუფრთხილდები ამ ქვეყნის სტაბილურობას. ძალებს მოვიკრებ იმისთვის, რომ ასე მოხდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები