პრეზიდენტი: დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამ ქვეყანას და ევროპულ მომავალს სჭირდება

თუ ხალხი სახლში არ დარჩება, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია. ეს ყველამ უნდა გაიგოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამ ქვეყანას და ევროპულ მომავალს სჭირდება.

„მინდა ამომრჩევლებს ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბება არ არის ახალი. ყველაფერი გავლილი გვაქვს – არჩევნების გაყალბების ტრადიციული ფორმები, კარუსელები. თითქმის ყველაფერი ნანახი მაქვს. არ არსებობს გაყალბება, რომელიც არის უფრო ძლიერი, ვიდრე გამოსული ხალხი, რომელიც თავის ნებას იტყვის საარჩევნო უბანზე. თუ ხალხი სახლში არ დარჩება, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია. ეს ყველამ უნდა გაიგოს. სიმშვიდე არის თქვენზე დამოკიდებული. ადრე ადექით, წადით საარჩევნო უბანზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ. მეც ვიქნები საარჩევნო უბანზე. მთელი დღე ვიქნები ინფორმირებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამ ქვეყანას და ევროპულ მომავალს სჭირდება. ყველას ინტერესია მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები