რუსეთში იარაღის უკანონო ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

21 ოქტომბერს მოსკოვის ოლქში ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვასა და უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა. 

“დადგენილია, რომ უცხოელი საკუთარ სახლში ინახავდა მცირე კალიბრის შაშხანას „TOZ-8“, სანადირო თოფს „IZH-27“, 300-მდე ტყვიას, RGD-5 ხელყუმბარას და 500 გრამამდე დენთს”. – წერია ФСБ-ს მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

დაკავებულს აღმოაჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურის და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტის ყალბი დოკუმენტები.

საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საქმე იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები