გასეირნება მონრეალის ქუჩებში – მომხიბლავი ფოტოები 1950-იანი წლებიდან
მოკლედ მონრეალზე
მონრეალი — ყველაზე ხალხმრავალი მუნიციპალიტეტი კანადის კვებეკის პროვინციაში და მეორე ყველაზე ხალხმრავალი მთელ კანადაში. მიჩნეულია, რომ ერთ დროს ვილ-მარის სახელით ცნობილი ქალაქის ამჟამინდელი სახელი მონ-რუაიალის მთიდან მომდინარეობს, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს. ქალაქს აქვს ოთხ-სეზონიანი კონტინენტური კლიმატი, თბილი-ცხელი ზაფხულითა და ცივი, თოვლიანი ზამთრით.
2016 წელს მონრეალის მოსახლეობა 1 704 694 ადამიანს შეადგენდა. მის მეტროპოლიურ ზონაში 4 098 927 ადამიანი ცხოვრობს, ურბანულ აგლომერაციაში კი, 1 958 257. მონრეალი ძირითადად ფრანგულენოვანი ქალაქია; მოსახლეობის 60,5% სახლში ფრანგულად საუბრობს, 21,2% ინგლისურად, 19,8% კი არც ერთ მათგანზე. მონრეალი კანადის ყველაზე ბილინგუალური ქალაქიცაა, რადგან მისი მოსახლეობის 56% ორივე სახელმწიფო ენას ფლობს. გარდა ამისა, მონრეალი მეორე ყველაზე დიდი ფრანგულენოვანი ქალაქია მთელ მსოფლიოში, პარიზის შემდეგ.
1950-იან წლებში მონრეალი ურბანული განახლებისა და მოდერნიზაციის გზას დაადგა. ამ ეპოქაში განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, აშენდა მაგისტრალები, ხიდები და გვირაბები, რომლებიც მიზნად ისახავდა მზარდი მოსახლეობის განთავსებას და სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
ეს კადრები, ფაქტობრივად, ქალაქის მაშინდელი ყოველდღიურ ცხოვრების, მოდისა და არქიტექტურის მიმოხილვააა.