თედო ბიტბუნოვი, რომელიც აქციაზე გამომსვლელებს ლაზერს ანათებდა აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ ბავშვობა წაართვა
ოპოზიციური მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებში, სადაც ჩანს რომ ახალგაზრდები “ევროპული მარშის” მონაწილეებს ლაზერს ანათებენ, აღბეჭდილი ერთ-ერთი პირი თედო ბიტბუნოვი, მისი ოჯახის ისტორიას ჰყვება და განმარტავს, რომ მისი ოჯახი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის სისტემის მსხვერპლია.
როგორც ირკვევა, თედო ბიტბუნოვი 12 წლის იყო, როდესაც მამამისი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს შემდეგ კი სისტემა მას ფიზიკურად გაუსწორდა.
“მამაჩემს საღამოს დაუძახეს გამოიყვანეს გარეთ და 4 ადამიანი ხელკეტებით ძალიან სასტიკად გაუსწორდა. რთულია ხედავდე მამაშენს, ერთ დღესაც დასისხლული ცრემლიანი თვალებით, ასეთი ვაჟკაცი კაცი. ბავშვობა მანდ დამიმთავრდა ეგ რომ ვნახე. ყველაზე ჰუმანური გზა იყო
ლაზერი. ლაზერით მაინც მოვუშლითქო ნერვებს.
მინდა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჩემ გვერდით იდგნენ დიდი ბოდიში მოვუხადო მათ ოჯახებს, რადგან ასეთ სცენაში მოუწიათ ყოფნა, რომ შემოვარდნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როცა შემოვარდნენ კამერით და დაიწყეს გადაღება და შეურაცხყოფის მოყენება, მე ვთხოვე, რომ პლედები გადაეფარათ იმიტომ რომ არ მინდოდა მათ მშობლებს ტელევიზორში ასეთი რაღაც ენახათ. იქ მყოფი ადამიანები ჩემი ახლო მეგობრები არიან და იციან ჩემი ისტორია ამიტომ გამომყვნენ”,- ამბობს ბიტბუნოვი.