მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში, ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შემთხვევა 22 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.