წინასწარი კვლევის მიხედვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს 3%-ით უსწრებს

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს 3%-ით უსწრებს, – ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოკითხულთა 46% ჰარისს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო 43% – დონალდ ტრამპს. გამოკითხვა Reuters/Ipsos-მა ჩაატარა.

„6-დღიანი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ჰარისის უპირატესობა ტრამპზე მხოლოდ 3%-ს შეადგენს, ბრძოლა ძალზე დაძაბული იქნება, რადგანაც 5 ნოემბრამდე მხოლოდ 2 კვირაა დარჩენილი“, – წერენ კვლევის ავტორები.

ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს, ხოლო ჰარისის – 38%. იმიგრაციის საკითხშიც ტრამპი ლიდერობს – 58% და 35% შესაბამისად.

გამოკითხულთა 46% ჰარისს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო 43% – დონალდ ტრამპს. გამოკითხვა Reuters/Ipsos-მა ჩაატარა.

„6-დღიანი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ჰარისის უპირატესობა ტრამპზე მხოლოდ 3%-ს შეადგენს, ბრძოლა ძალზე დაძაბული იქნება, რადგანაც 5 ნოემბრამდე მხოლოდ 2 კვირაა დარჩენილი“, – წერენ კვლევის ავტორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები