დავით კოდუა – საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან: ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ძლიერი საქართველოდან“ დავით ჩქოტუა, ასევე ხაზარაძის კოალიციიდან ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ერეკლე გუჯეჯიანი, 20 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობდნენ

„ქართული ოცნების“ დელეგატი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, დავით კოდუა, ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კანონდარღვევის შესახებ წერს. იგი ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის „ძლიერი საქართველოდან“, დავით ჩქოტუას და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, ერეკლე გუჯეჯიანის ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ორივე მათგანი ოპოზიციის მიერ 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ აქციაში მონაწილეობდა.

კოდუა მოუწოდებს ცესკო-ს, გამოიკვლიოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ეს ფაქტები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კი, საარჩევნო დარღვევების ანგარიშებში ასახვას სთხოვს.

„ესეც მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან!

პირველ ფოტოზე ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, „ძლიერი საქართველოდან“ – დავით ჩქოტუაა, ის მონაწილეობას იღებდა 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში. ასევე ხაზარაძის კოალიციიდან აქციაში მონაწილეობდა ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ერეკლე გუჯეჯიანი (მეორე ფოტო).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია – გამოიკვლიეთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ეს ფაქტები, აქვე მოვუწოდეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეისწავლონ და საკუთარ ანგარიშებში ასახონ ჩვენს მიერ მხილებული საარჩევნო დარღვევები“, – წერს დავით კოდუა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები