გიორგი გამსახურდია: ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს და ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი

ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს, ბევრი ისტორია გავიხსენეთ, რაც ჩვენი ქვეყნის არსებული და მომავალი ისტორიის საწინდარია. ყველა შევთანხმდით და ისედაც შეთანხმებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი, – ამის შესახებ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს, ბევრი ისტორია გავიხსენეთ, რაც ჩვენი ქვეყნის არსებული და მომავალი ისტორიის საწინდარია. ყველა შევთანხმდით და ისედაც შეთანხმებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი. ბოლომდე გადავტეხავთ ნაცებს და მათ სატელიტებს, თავისთავად, პოლიტიკურად. არა მოძალადეებს და წინ განვითარების და ევროპისკენ“, – წერს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები