თბილისში, ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
სამართალდამცავებმა, მომხდართან დაკავშირებით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.