ირაკლი ქარსელაძე: ბოლო 7 თვის განმავლობაში მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტის წარმატება აღვნიშნეთ

ბოლო 7 თვის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 წარმატება და 6 მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება თუ გარდამტეხი ეტაპის გადალახვა აღვნიშნეთ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა,  გაიჭრა საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი. კახეთის რეგიონში გაიხსნა წნორის შემოვლითი 18 კმ-იანი მაგისტრალური და თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა, ასევე, გაიხსნა  ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რიკოთის მონაკვეთზე კი, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს ახალი გზის 48 კმ-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები