ისრაელის 7 მოქალაქე ირანისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ისრაელის დაზვერვისა და ისრაელის საერთო შიდა უსაფრთხოების სამსახურის (შინ ბეთი) ინფორმაციით, ჯაშუშთა წრე დაშალეს, რომელიც ირანის დაზვერვას ისრაელის სამხედრო ბაზებსა და ენერგეტიკისა თუ საპორტო ინფრასტრუქტურაზე ინფორმაციას აწვდიდა.

ირანისთვის ჯაშუშობა ბრალად ედება ისრაელის 7 მოქალაქეს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს.

“ამ წრის წევრთა აქტივობამ სახელმწიფოს უსაფრთხოებას ზიანი მიაყენა”. – თქვა შინ ბეთის წყარომ გამოცემა Reuters-თან.

შინ ბეთისა და პოლიციის განცხადების მიხედვით, ბრალდებულები ირანს ინფორმაციას ასი ათასობით დოლარის სანაცვლოდ აწვდიდნენ.

განცხადების თანახმად, ჯაშუშების სამიზნეს ჰადერას ქალაქის ელექტროსადგური, პორტები, საჰაერო და საზღვაო ბაზები და ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, რკინის გუმბათის ელემენტები წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები