აშშ-ში მცირეწლოვანმა ბავშვმა თოფით ჩვილი შემთხვევით მოკლა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ავტოსადგომზე, პატარა ბავშვმა ასევე ბავშვს თოფი ესროლა და მოკლა ,- ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

სან ანტონიოს პოლიციის უფროსის, უილიამ მაკმანუსის თქმით, მანქანაში სამი ბავშვი და ერთი ქალი იმყოფებოდნენ. ბავშვები დაახლოებით 3, 2 წლის და 10-11 თვის იყვნენ.

პოლიციამ განაცხადა, რომ პატარა ბავშვს ხელში დატენილი იარაღი ეჭირა, რომელიც მანქანაში იპოვა და აიღო. ჩახმახს ხელი გამოჰკრა და თავისზე უმცროსი ბავშვი შემთხვევით მოკლა.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.

სროლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები