მარკ რუტე: მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინა ნატოს წევრობისთვის მოამზადონ – ეს დღე შესაფერის დროს დადგება

ნატოს მოკავშირეებმა დაინახეს პრეზიდენტ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ და მის განხილვას ხვალ კვლავ გააგრძელებენ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინა ნატოს წევრობისთვის მოამზადონ, მაგრამ ეს დღე „შესაფერის დროს“ დადგება.

„ჩვენ განვიხილეთ „გამარჯვების გეგმა“ მოკავშირეებთან, ეს უდავოდ იქნება მაგიდაზე ამ კვირაში, როდესაც ხვალ თავდაცვის მინისტრებთან ნატო-უკრაინის შეხვედრას გავმართავთ… რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ არის უკრაინის გაძლიერება, ნატოსთან მეტი ურთიერთთანამშრომლობა და ჩვენს ალიანსში გასაწევრიანებლად უფრო მეტად მომზადება, ვიდრე ოდესმე. მე მჯერა, რომ მთელი ეს სამუშაო აშკარად წარმოადგენს ხიდს ნატოს წევრობისკენ. უკრაინა შეუერთდება ალიანსს, რა თქმა უნდა, როცა შესაფერისი დრო იქნება. ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ პუნქტს ზელენსკის გამარჯვების გეგმაში“, – განაცხადა ალიანსის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები