ირაკლი კირცხალია – “ნაცმოძრაობაზე”: არაფერი მიკვირს ძალისგან, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე უბრალოდ სტატისტიკა იყო

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კირცხალია სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

“ჩვენ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც საუბარი გვაქვს კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობაზე”, მათი მხრიდან ნებისმიერი საშუალების გამოყენება იმ სცენარის შემდეგ, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, რომ მაქსიმალურად ხელოვნურად, ყველა ბერკეტის გამოყენებით, მაქსიმალურად მოაწყონ არეულობა წინასაარჩევნოდ, არაფერი არ მიკვირს ძალისგან, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე უბრალოდ სტატისტიკა იყო, ძალისგან, რომელიც არ ინდობს თავისივე გუნდელს”,- აცხადებს კირცხალია.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, “იგეგმება ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები